დღეს დილიდან აზერბაიჯანში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. მასში 23 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 120 ერთეული ტანკი და ჯავშან-ტექნიკა, 180 სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი და 30 სამხედრო თვითმფრინავია ჩართული. სამხედრო სწავლება 24 ივნისამდე გასტანს. მანამდე ნახიჭევანში აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნა თურქეთთან ერთად გამართა.