“მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვს, მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა იმიტომ აიტაცა, რომ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე.
„სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვს მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს ხვდება. განხილვის მთავრი თემა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხია, რომელზეც ილია მეორემ გუშინ ქადაგებისას ისაუბრა.