ერაყში დანაღმული მანქანების აფეთქებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონში აფეთქებას ერაყის არმიის მაღალჩინოსნის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული რაიონის მეზობლად, მეორე მანქანის აფეთქების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაშავდა.
დანაღმული მანქანა აფეთქდა ბაღდადის სამხრეთით მდებარე რაიონშიც, რასაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 4 ადამიანი.
5 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა სალადინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქში, ასევე მანქანის აფეთქების შედეგად.