პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. ხელისუფლების განკარგულებით, ქვეყენაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. პორტუგალიის მთავრობას ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა შესთავაზეს.