ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, "წინ, რესპუბლიკას" კანდიდატებმა 308 მანდატი მიიღეს. მათი მოკავშირე იუსტიციის მინისტრის, ფრანსუა ბაირუს ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი- 42.მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ და მათთან ალიანსში მყოფი „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“ გავიდა. ისინი პარლამენტში 130 მანდატით შევლენ. მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ კი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 8 მანდატი მოიპოვა.