ლონდონში ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარ ინციდენტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ინციდენტი ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ მლოცველთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე ლონდონელებმა თავადვე დააკავეს. ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.