ერაყის სახელისუფლო ძალები მოსულის გათავისუფლების ბოლო ფაზაზე გადავიდა. არმიის შენაერთები ქალაქის კვარტლებს ისლამისტებისგან წმენდენ. ოპერაციაში არმიის სპეცრაზმი და ფედერალური პოლიციის დანაყოფებიცაა ჩართული. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბრიდან გრძელდება. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქის 1 პროცენტსღა აკონტროლებენ.