ვენესუელის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ტვიტერს ფაშიზმში სდებს ბრალს.
„ის, რომ ტვიტერმა ჩვენი თანაგუნდელების გვერდები დაბლოკა, სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმის გამოვლინება. ისინი პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ,“-აღნიშნა ნიკოლას მადურომ.
ოფიციალური კარაკასის ინფორმაციით, მთავრობის მომხრეთა აქაუნთების უმრავლესობა დაბლოკილია.