საქართველოს პრეზიდენტის გარდა ყატარის რესპუბლიკაში შეხვედრებს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც გამართავს. მას ვიზიტის ცალკე პროგრამა აქვს.
უფრო კონკრეტულად, თავდაპირველად საქართველოს პირველ ლედის შეიხის მეუღლე მიიღებს, მოგვიანებით კი, რულოვსი ყატარის განათლების ცენტრში მივა და სტუდენტებს შეხვდება.
გარდა ამისა, საქართველოს პირველი ლედი ყატარის საგანმანათლებო ცენტრის მუშაობის სტილსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობა.
ყატარის განათლების ცენტრში 40-ე ეროვნების, 2 400 სტუდენტი სწავლობს.