საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მის პოლიტიკურ ძალას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც წამლებზე ფასებს დაარეგულირებს და პარლამენტის ხელმძღვანელობას კანონპროექტის მიღებისას მხარდაჭერას თხოვს. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გააკეთა.
ბარათურიამ განაცხადა, რომ წამლების და ჯანდაცვის მომსახურება საქართველოს მოსახლობის უდიდესი ნაწილისათვის ძვირი ფუფუნებაა და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისათვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა შეამჩნია, რომ ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლია ჰქონდა ხელში ჩაგდებულ ერთ ორ კომპანიას. ამაზე ატყდა ერთი ვაი უშველებელი, მაგრამ შედეგი არის ის რომ წამლებზე ფასი კიდვე უფრო გაძვირდა და კიდვე უფრო გაძვირდა მომსახურეობა ჯანდაცვის სფეროში" - აცხადებს ბაღათურია და დასძენს, "დღეს როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოფიციალურად სიღატაკის ზღვარს ქვემოთა დარეგისტრირებული არ შეიძლება ხელისუფლება ამ საკითხს მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იყენებდეს".
როგორც იგი აღნიშნავს, მისმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატარა ხანგრძლივი კვლევა, რის შემდეგადაც მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც წამლებზე ფასების დარეგულირებს მოახდენს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს თხოვნით, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას მის ინიციატივას საპარალმენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს, რადგან მისი თქმით, "მოსახლობის სიცოცხლის გადარჩენა მარტო ოპოზიციის კი არა, პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს".