"ლეიბორისტული პარტია" პედაგოგთა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტს ქმნის.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომიტეტში ამ დროისთვის 50-მდე სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგები და მშობლები არიან გაწევრიანებულები.
"ხელისუფლება ანტისაგანმანათლებლო პოლიტიკას მიმართავს, კერძოდ მასობრივად ხურავს სკოლებს, ათავისუფლებს პედაგოგებს და ბავშვებზე ანტიმართლმადიდებლურ ექსპერიმენტებს ატარებს. ყოველივე ამის შესაჩერებლად და მომავალი თაობის გადასარჩენად საზოგადოების აქტიური ბრძოლაა საჭირო. პედაგოგთა დაცვის საზოგადოებრივი ცენტრი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს და პედაგოგებისა და ბავშვების უფლების დასაცავად ყველა ღონეს მიმართავს", - განაცხადა ჯიბლაძემ.
პაატა ჯიბლაძემ დღესვე საზოგადოებას მოუწოდა კომიტეტში გაწევრიანდნენ.