„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, „ბიჟა მაფიას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა შემთხვევის გადაფარვის მცდელობა იყო.
მისივე თქმით, რეპერების საქმე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან კავშირში არ არის.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კანონს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდით იმისათვის, რომ მოგენგრიათ ეს ინსტიტუცია.
ეს კანონი ბატონი ზოიძის 12 აპრილს არის ინიცირებული და ფაქტობრივად კომიტეტში განხილული და ამდენი ხნის განმავლობაში იდო. აქამდე რომ ყოფილიყო მეორე მოსმენა, კიდევ გავიგებდი.
მხოლოდ დღეს განახლდა განხილვა, მას შემდეგ, რაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ.
პრემიერის განცხადება კი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ამ კანონთან.
თუ გააგრძელებენ „ჩადებას“, ჩაუდებენ ან იარაღს ან სხვა რაღაცას. ამიტომაც, კვირიკაშვილის განცხადება იყო ამ შემთხვევის გადაფარვის მცდელობა“, - განაცხადა სერგო რატიანმა პარლამენტის სესიაზე.