"ნაციონალური მოძრაობა" ალექსანდრე შალამბერიძის წევრობას უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"ბატონი ალექსანდრე შალამბერიძე არ არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, არ შეძლება ჩაითვალოს პარტიის პოზიციად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავად ალექსანდრე შალამბერიძე თავს მმართველი გუნდის წევრად მიიჩნევს და "ნაციონალებს" დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.
შალამბერიძე მმართველ გუნდს შიდაპარტიული პრაიმერის ჩატარებასაც ურჩევს.