დონი როუვი და რიი დიუბოუზი ტენესის პოლიციამ სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა. პატიმრებმა 13 ივნისს ციხის 2 თანამშრომელი მოკლეს და საპატიმროდან გაიქცნენ. 3 დღის შემდეგ ბოროტმოქმედები პოლიციამ ავტომაგისტრალზე დააკავა. მათ მანქანით გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა გაქცეულები ალყაში მოიქციეს.