საპრლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრობაციას დაქვემდებარებულ პატიმართა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პატიმრების გარემოს დაცვით საქმიანობაში ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოებისათვის მნიშვნლელოვან სფეროებს და მიიჩნევს, რომ პრობაციონისტებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პატიმრებს ამ საქმიანობაში ნებაყოფლობითი ჩართვის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
წარმატებულ საქმიანობის შემთხვევაში მათ გამოსაცდელი პირობითი პატიმრობის ვადა უნდა შეუმცირდეთ.
"გარემოს დაცვის კომიტეტში ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და ფქტობრივად კომიტეტის პოზიციაა, რომ უმჯობესი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით განხორციელდეს", _ განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, სათანადო ცვლილებები უნდა შევიდეს პატიმრობის კოდექსში, სატყეო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში.
ლორთქიფანიძის განმარტებით, კომიტეტი მზად არის აღნიშნული ინიციატივა მოამზადოს, რათა პარლამენტმა ამ ინიციატივის მიღება საშემოდგომო სესიაზე შეძლოს.
"როგორც იცით პატიმრობის კოდექსი ძალაში შედის შემოდგომიდან და უმჯობესი იქნება თუ ასეთ ნოვაციებს დავაწევთ ეს მნიშვნელოვანი იქნება ერთი მხრივ პატიმრებისათვის, მეორე მხრივ საზოგადოებისათვის და ასევე გარემოს დაცვისათვის", - აცახდებს ლორთქიფანიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს დაავალა რომ იმსჯელონ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივაზე და აღნიშნულმა კომიტეტებმა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ინიციატივის საკანონმდებლო ინიციატივად ქცევასთან დაკავშირებით.