საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს. ამის შესახებ BFM TV იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ევროპარლამენტს საფრანგეთის პროკურატურამ მიმართა. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ბრალად ევროპარლამენტში თანაშემწეების ფიქტიური დანიშვნა ედება. ლე პენი 2004 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.