სერბეთის ოპოზიციური მოძრაობის, „დვერის“ ლიდერი პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებს. ბოშკო ობრადოვიჩის თქმით, პრემიერმინისტრად ანა ბრანბიჩის კანდიდატურის წამოყენებით ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთი დასავლეთს მიჰყიდა.
ბრანბიჩს სერბეთში პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს. ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.
„შესაძლოა ხორვატ ჰომოსექსუალისტთა ლობმა სერბეთში მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს. ნუთუ მმართველ პარტიაში სხვა კანდიდატი არ ჰყავდათ?! მალე დავინახავთ, კიდევ რა ფასი უნდა გადაიხადოს სერბეთმა. ფაქტი კი ერთია- ვუჩიჩმა სერბეთი დასავლეთს მიჰყიდა,“-აღნიშნა ბოშკო ობრადოვიჩმა.