ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ავღანეთში ტორა-ბორას გამოქვაბულების კომპლექსი აიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის უფროსმა შაჰ ვალიმ განაცხადა.
„ადრე ტორა-ბორას მიმდებარე ტერიტორიას თალიბანი აკონტროლებდა. ახლა კი ის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბრძოლით აიღეს. მათ ახალი სიმაგრე სჭირდებოდათ,“-აღნიშნა ვალიმ.
ინფორმაცია ტორა-ბორას აღების შესახებ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს მეთაურმა აბუ ომარ ხორასანიმაც დაადასტურა.