ავღანეთში, ქაბულის ალ-ზაჰრას მეჩეთში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდონით იუწყება, რომ ინციდენტს "ტერორისტული აქტის" სტატუსი უკვე მიანიჭა. მათივე ცნობით, არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ირკვევა, თავდასხმა რამადანის დროს, მუსლიმების წმინდა თვეს განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტი ცდილობდა მეჩეთში შეჭრას, თუმცა სალოცავ დარბაზამდე ვერ მივიდა და ბომბი სამზარეულოში ააფეთქა. აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც.
ცნობისთვის, ამ ტერიტორიაზე ძირითადად შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ.