კრემლის ლიდერი ანტიკორუფციულ აქციებს გამოეხმაურა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა 12 ივნისის აქციებზე კომენტარი „პირდაპირი ხაზის“ კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ასეთი აქციების ჩატარება ყოველთვის შესაძლებელია დემოკრატიული პროცედურების ფარგლებში, თუმცა პროტესტის ნებისმიერი ფორმა კანონთან შესაბამისი უნდა იყოს,“-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მასშტაბური საპროტესტო აქცია მოსკოვსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ ათასზე მეტი აქტივისტი დააპატიმრა.