ოპოზიცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ახალი სახელწოდების გრამატიკულად ჩასწორებას ითხოვს. ეს მოთხოვნა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დღეს რიგგარეშე სესიაზე გაჟღერდა მთავრობის სტრუქტურული ცვლილების საკითხის განხილვსას.
საპარალმენტო ოპოზიცია არ მიიჩნევს, რომ სამინისტროს ახალ სახელწოდებაში არ ჩანს კარგად უწყების ყველა ფუნქცია. კერძოდ, დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, დასახელებაში არ ჩანს ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისა და რეპატრიანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ ითხოვს, რომ აღნიშნული სამინისტროს სახელი ფუნქციების ადეკვატურად იყოს განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ამ მოთხოვნას მთავრობა არ იზიარებს, თუმცა პირობას აძლევს, რომ სამინისტროს სახელის გრამატიკული შესწორება საკითხის მესამე მოსმენისას იქნება შესაძლებელი.
როგორც ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, უწყება ისევ სამ კატეგორიას გულისხმობს და ეს მის დასახელებაშიც ჩანს. კერძოდ, პირველი კატეგორია გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს, მეორე კატეგორია ლტოლვილებს და მესამე განსახლებას.
შეგახსენებთ რომ სამინისტროს ახალი სახელი ასეთია ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო", თუმცა გია ხუროშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მაინც პირდება, რომ თუკი მიაჩნიათ, რომ სამინისტროს დასახელებაში გრამატიკული შეცდომაა, მისი ჩასწორება საკითხის მესამე მოსმენისას იქნება შესაძლებელი.