ისრაელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვთარების ორგანიზაციაში გაერთიანდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი პარიზში მოეწერება. აღნიშნულ ორგანიზაციას "მდიდარი ქვეყნების კლუბსაც" უწოდებენ.
ისრაელმა კლუბში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიედვ 15 წლის წინ წარადგინა. თუმცა ორგანიზაცია სხვადასხვა მიზეზით ისრაელის თხოვნის დაკმაყოფილბაზე უარს აცხადებდა. გასულ წელს კლუბმა ისრაელისგან იმ მოქალქეების მიმართ სასჯელის გამკაცრება მოითხოვა, რომლებიც საერთაშორისო გარიგებებისას ქრთამს იღებდნენ. ერთი წლით ადრე კი ორგანიზაციამ საგადასახადო კოდექსის შესწორების დამტკიცება მოითხოვა.
ისრაელის მისამაერთით კლუბი პოლიტიკური მოთხოვნებსაც აყენებდა. რომელიც არაბეთსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა. ამავე დროს პალესტინა კატეგორიულად მოითხოვდა ისარელის ორგანიზაციაში მიღება გადაედო. მიზეზად იგი ებრაული სახელმწიფოს მიერ ღაზის სექტორის ბლოკადას ასახელებდა.