პარტია „იაბლოკოს“ 17 წლის აქტივისტს ომონელის ცემისთვის ასამართლებენ. ახალგაზრდა დღეს დილით დააკავეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 17 წლის ბიჭმა 12 ივნისის საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მასშტაბური საპროტესტო აქციები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის დიდ ქალაქებში დემონსტრანტთა დაკავებებით დასრულდა. მხოლოდ სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ 500-მდე აქტივისტი დააპატიმრა.