ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა სტიუარდ კანდიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ხანძარი 24-სართულიან საცხოვრებელ სახლს 13 ივნისის ღამეს გაუჩნდა. შენობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.