დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის მორიგი განხილვა გაიმართა. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, 50-მდე დირექტორი და მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს კოდექსი, გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები, ზოგიერთი მუხლის მიმართ. მათი განმარტებით კოდექსი, რომელიც სკოლის დირექტორთა ურთიერთობას არეგულირებს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ხელს შეუწყობს სკოლებში სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას.
ეოგოეც ცნობილია, დირექტორების პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა უკვე მოეწყო თბილისის სკოლის დირექტორებთან, მათი შენიშვნები და შეხედულებები გათვალისწინებული იქნება კოდექსის საბოლოო ვარიანტში.
ცნობისათვის, დირექტორთა ეთიკის კოდექსი სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.