ფიფას გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. მიზეზი რთული კლიმატური პირობებია. ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, რამაც შესაძლოა ფეხბურთელთელებს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.