ბრიტანეთში ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფის“ იშვიათ ეგზემპლარს აუქციონზე გაყიდიან. წიგნი 1935 წელს არის გამოცემული. მას ნაცისტთა ლიდერის ავტოგრაფი აქვს. „მაინ კამპფი“ პირველად 1925 წელს გამოიცა. მასში ჰიტლერის პოლიტიკური იდეოლოგია და მისი მომავალი გეგმებია ასახული.