ამ პოპულისტური ნაბიჯით გამოიწვევენ მიწის ფასის გაიაფებას და ჯამში ეს უფრო გააღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ ქართულ მიწებს უცხოელები მასიურად იყიდიან.
"ამ ცვლილებების შედეგად მოხდება ერთადერთი რამ - გაიაფდება მიწა, გლეხებს გაუძვირდებათ კრედიტი, რომელსაც ისინი იღებდნენ მიწის ჩადების შედეგად. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ ქართულ მიწებს ვინმე უცხოელები მასიურად იყიდიან თან წაიღებენ პრობლემას შექმნიან ამის გამო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პოპულისტური ნაბიჯით გამოწვევენ მიწის ფასის გაიაფებას და ჯამში ეს უფრო გააღარიბებს საქართველოს მოსახლეობას'', - განაცხადა კაპანაძემ.