მეორე დღეა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია იმართება.
დღევანდელი დღის თემაა დევნილთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია.
ღონისძიებას ესწრებიან დევნილთა წარმომადგენლები რეგიონებიდან, სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია"-ს ფარგლებში იმართება, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროგრამა სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, საჯარო პრეზენტაციების, იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრებს ითვალისწინებს.
ღონისძიება 30 ივნისამდე გაგრძელდება.