ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელს, რომან რუბანოვს მოსკოვის შესჩანის სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს. რუბანოვი 12 ივნისის ანტიკორუფციული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით დემონსტრანტი დააკავა.