რუსულ-ამერიკული ურთიერთობები უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
„როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთ-ამერიკული ურთიერთობა უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა და კიდევ უფრო უარესდება. ჩვენი მიზანია, რუსეთთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. არსებობს სფეროები, რომელშიც რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა შესაძლებელია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ,“-აღნისნა რექს ტილერსონმა.