13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახი კონპენსაციას სასამართლოს გზით მიიღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ოჯახები შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარს ამბობენ.
„5 ოჯახი, რომელიც არ დაგვთანხმდა, ითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ. ამიტომ ასაჩივრებს და როგორც კი იქნება საბოლოო ვერდიქტი, იმის მიხედვით მიიღებენ ისინი შესაბამის თანხას“, - განაცხადა ნარმანიამ.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 5 ოჯახმა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლის" წარმომადგენლებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა.
იურისტების განცხადებით, ეს ოჯახები სარეკრეაციო ზონაში ცხოვრობდნენ და სწორედ ამ გარემოების გამო ეთქვათ უარი ანაზღაურებაზე. კომპენსაციის შეთავაზებისასას კი მერიამ სულადობა არ გაითვალისწინა, როცა სხვა ოჯახებს თანხა სულადობისა და ფართობის მიხედვით გადაეცათ.
ოჯახებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში მოიგეს, თუმცა მერიამ და ქონების მართვის სააგენტომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
5 ოჯახს ბინის ქირით ამ დრომდე უზრუნველყოფს თბილისის მერია.