მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგგენკომ „ბირჟა მაფიას“ საქმეზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, არ ფიქრობს, რომ რეპერებს რამე ჩაუდეს.
"არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რამე ჩაუდეს. მეორე საკითხი - მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას. პოკურატურას თავისი ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი აქვს. ასე რომ, გამოძიებამ და სასამართლომ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ჩემი პირადი აზრია, რომ ალბათ ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.