ხვალ, 29 ივნისს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრი, საპატრიარქო და გრიგოლ ლორთქიფანიძის ფონდი აწყობს კონფერენცია-შეხვედრას, რომელიც გრიგოლ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნება.
"გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ დოლიძის განცხადებით, სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებს სამეცნიერო ხარისხის მქონე ისტორიკოსები და მეცნიერები წაიკითხავენ.
"კონფერენციის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად აქტუალურია დღეს გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ შექმნილი შრომები", _ განაცხადა დოლიძემ.