უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები ისევ რჩება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის აკრძალულია, დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული.
საქართველოს ყველა სხვა რეგიონში შეზღუდვები მოხსნილია.