პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელში ჯანდაცვის სამინისტროც გაიყოფა. ამის შესახებ განცხადება წერეთელმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების საკითხის განხილვისას გააკეთა.
საკითხის განხილვისას სამინისტროების გაყოფა-არგაყოფის მიზანშეწონილობის საკითხი ოპოზიციის მხრიდან დაისვა, ვინაიდან მათ მიაჩნიათ რომ არასწორად ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა. როგორც ქრისტიან-დემოკრატები აღნიშნავენ, კულტურის სამინისტროს გაყოფის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრო გაეყოთ და აქცენტი ადამიანების დასაქმებაზე გაეკეთებინათ. წერეთელი კი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაყოფის დრო უახლოეს წლებში მოვა და მაშინ შრომის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს გაედაეცემა.
წერეთლის განცხადებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გაემოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვიდრე ჯანდაცვის პროგრამები სოციალურ ხასიათს ატარებს, ჯანდაცვის სამინისტროს გაყოფა შეუძლებელია".