ბარესლონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციაში 47 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქტივისტების წინაშე სიტყვით მიუნჰენის ბავარიის ყოფილი მწვრთნელი გამოვიდა. პეპ გვარდიოლამ ესპანეთის მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა მხოლოდ დროის საკითხია. მისი თქმით, მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი მაინც ჩატარდება. ადგილობრივები საკუთარ პოზიციას 2017 წლის პირველ ოქტომბერს დააფიქსირებენ.