აშშ სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს. სენატორებმა შესაბამისი კანონპროექტი შესაძლოა მიმდინარე კვირაში მიიღონ. სანქციების გამკაცრება აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას უკავშირდება. ამ საკითხზე განსაკუთრებით მკაცრია სენატორ ლინდსი გრემის პოზიცია . მისი თქმით, არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთი მკაცრად უნდა დაისაჯოს.