სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენას პარლამენტის თავმჯდომარეც ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარლამეტნის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს რიგგარეშე სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი ჯონდი ბაღათურიამ დააყენა.
ბაღათურიამ პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, "სახალხო დამცველის ანგარიში მანამდე მოუსმინონ, ვიდრე მოსახლეობა ტელევიზორს თვალს ადევნებს და დასასვენებლად არ წასულა". ბაღათურიას ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა არის მნიშვნელოვანი საკითხი და ამ ანგარიშის განხილვა უნდა მოხდეს მაქსიმალურად სრულყოფილად.
მიმდინარე კვირის გადატვირთული დღის წერიგის გამო გიორგი ტუღუშის ანგარიშის მოსმენა ვერ მოხეხდება, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ამ საკითხს ივლისში დაუბრუნდება.
"ნახევარი ან ერთი საათით სახალხო დამცევლის მოსმენას სჯობს ივლისში სრულყოფილად მოვუსმინოთ და ისე განვიხილოთ ეს საკითხი, როგორც საჭიროა", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამ საკითხის განხილვაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილიც ჩაერთო და განაცხადა რომ აქამდე სახალხო დამცველი საზღვაგრეთ იმყოფებოდა და ტუღუში ქვეყანაში მხოლოდ ხვალ დაბრუნდება.