ჯონდი ბაღათურია პარლამენტში სამთავრობო საათის მოწვევას ითხოვს. მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს რიგგარეშე სესიაზე დააყენა. როგორც მან აღნიშნა, კვლავ პრობელმად რჩება ყოფილი სახალხო ბანკის მიერ პენსიონერებისათვის 36-პროცენტიანი დარიცხვის პრობლემა.
მისი თქმით, ბანკის ამ პოლიტიკის გამო პენსიონერები დღეს მშივრები არიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მოწვევას ითხოვს.
როგორც იგი განმარტავს, დღევანდელმა "ლიბერთი ბანკმა" პენსიონერების მდგომარეობით ისარგებლა და მათზე წინასწარ 5 თვიანი სესხის გაცემისას ერთი თვის თანხა ჩამოაჭრა.
"ეს არის პენსიონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ვინაიდან მათი უმეტესობა დღეს ამის გამო შიმშილობს და ეს საკითხი არ უნდა გადაყვეს არჩევნებს, იმის გამო, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო შვებულებაში იმყოფებოდა და ახლა სესია ოფიციალურად დახურულია ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს", - განაცხადა ბაღათურიამ.
მის ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და იგი სიტუაციის დრამატიზებაში დაადანაშაულა.
"ჩემი და თქვენი ბრალი არ არის, რომ კალენდარი წელს ასეთი იყო. როგორც იცით სამთავრობო საათზე მინისტრების მოწვევა ხდება თვის ბოლო ხუთშაბათს, ამ კვირას კი სხდომები არ იყოს და ჩვენ კალენდრის შეცვლა არ შეგვიძლია", _ განაცხადა ბაქრაძემ და ჯონდი ბაღათურია დაამშვიდა, რომ სამთავრობო საათი პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე შედგება. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მიუხედავად პარალმენტის რიგგარეშე ფორმატით მუშაობისა, ამ ფორმატში, შესაძლოა, სამთავრობო საათის გამართვა ვერ მოესწროს.