Powerball-ის ლატარიაში 447,8 მილიონი დოლარი გათამაშდა. ბედნიერი ბილეთი გამარჯვებულმა ლოს-ანჟელესის მაღაზიაში შეიძინა. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. Powerball-ის ლატარეა ამერიკის 42 შტატში თამაშდება. ყველაზე დიდი ჯეკპოტი, 1,6 მილიარდი დოლარი გასულ წელს გათამაშდა.