ლეიბორისტები თავისი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, თუმცა პარლამენტის ბიურომ არ იცის ვინ შეიძლება იყოს ამ საკითხის მომხსანებელი. ამ საკითხზე მსჯელობა ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესულია ლეიბორისტების თხოვნა, რომ მათი ინიციატივა, რომელიც რეგლიგიურ შეუწყნარებლობას შეეხება დაჩქარებული წესით იქნას განხილული.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა ლეიბორისტების თხოვანში მითითებულია, რომ "შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ კანონპროექტის სესიაზე გატანა", რაც გოგორიშვილის თქმით, სრულიად გაუგებარია.
გოგორიშვილის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს იმას, რომ საკითხი უნდა გაიტანოს სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა ან ავტორმა, რომელიც ოფიციალურად ითვლება საკითხის მომხსანებელად.
გოგორიშვილის თქმით, კი გაურკვეველია, რას ნიშნავს მითითებული "შესაბამისი სამსახურები".
დავით ბაქრაძემ კომიტეტებს მიუწოდა დააჩქარონ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და მომხსენებლის საკითხი მუშაობის პროცესში გადაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ ლიებორისტების საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა პიროვნების პატივისა და ღირსების განზარახ დამცირება, რელიგიური აღმსარებლობის გამო თუ ამით დაირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.
პარლამენტის ბიურომ თავდაპირველად კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნა და ამის არგუმენტი ის რომ დოკუმენტის განმარტებითი ბარათი "იურიდიული დოკუმენტის ნაცვლად მიტინგზე გამოსვლას გავდა".