იტალიაში ადგილობრივი არჩვნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადმინისტრაციულ ოლქებში დილის 7 საათზე გაიხსნა და 23 საათზე დაიხურება. არჩევანს დღეს 1021 კომუნისა და ქალაქის მცხოვრებლები გააკეთებენ. მათ შორის პალერმოს, გენუას, კატანძაროსა და ლაკუილას მცხოვრებლები არიან. სულ არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.