ირანში თეირანის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ალიაკბარ გაროუსიმ განაცხადა. თავდასხმები პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე 3 დღის წინ განხორციელდა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.