ყატარიდან ელჩი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია. დიპლომატიური ურთიერთობა დოჰასთან ამჯერად ნიგერმა შეწყვიტა. უახლოეს ხანებში იმ ქვეყნებს, ვინც ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, სენეგალიც შეუერთდება. მანამდე დოჰასთან დიპლომატიური კავშირი ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, იემენმა, ლიბიამ, მალდივებმა, მავრიკიამ, მავრიტანიამ და კომორის კუნძულების კავშირმა შეწყვიტეს.