რუმინეთის ხელისუფლებამ გრაფ დრაკულას ციხესიმაგრე დროებით დახურა. ამის მიზეზი გიგანტური დათვი გახდა, რომელიც სამ ბელთან ერთად ტურისტებმა რამდენჯერმე შენიშნეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ცხოველები საკვებმა მიიზიდა, რომლებსაც ტურისტები ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ტოვებენ. დედა დათვი დევებთან ერთად ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ხელისუფლება ციხესიმაგრის ტერიტორიიდან ცხოველების გადაყვანას ზოოპარკში აპირებს.