მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) უქმდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფონდის ლიკვიდაცია 1-ელ აგვისტომდე უნდა მოხდეს.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე რუსთაველის ფონდის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა დაევალა.
რუსთაველის ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს გადაეცემა.