დღეს, 4 ნოემბერს, დიპლომატიის დღე აღინიშნება. როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიპლომატების მიღება გაიმართება.
ღონისძიებაზე როგორც უცხოეთში აკრედიტებილი ქართველი ელჩები, ისე საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატები იქნებიან მიწვეულნი.