სამანტა გეიმერმა, რომელიც 13 წლის ასაკში ცნობილმა რეჟისორმა რომან პოლანსკიმ გააუპატიურა, ლოს-ანჟელესის სასამართლოს მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა სთხოვა.
„გთხოვთ ეს გააკეთოთ ჩემდამი თანაგრძნობის ნიშნად. მე არ ვსაუბრობ რომანის სახელით. მე სამართლიანობას გთხოვთ. არ შეიძლება 83 წლის ადამიანი ციხეში ჩასვათ,“-აღნიშნა გეიმერმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ მოძალადეს 40 წლის წინ ჩადენილი დანაშაული უკვე აპატია. სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლანსკიმ 1978 წელს საპატიმროში 41 დღე გაატარა, შემდეგ კი შეერთებული შტატებიდან გაიქცა.