საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესი მარტივდება. აღნიშნული ცვლილება "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში შევა.
როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ განცხადებასა და წარდგინებაზე პირს უარი უთხრეს, ამ საკითხს განმეორებით მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განიხილავენ.
ცვლილებების პროექტით კი განმეორებითი განხილვა 6 თვეში იქნება შესაძლებელი. ამავე ცვლილების მიხედვით, პირს საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი ნებით მხოლოდ მას შემდეგ შეუწყდება, რაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.